გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს საკანონმდებლო ორგანოს შიდა ტერიტორიას რამდენიმე მანქანა. "ოცნების" დეპუტატებმა, სავარაუდოდ გადაიფიქრეს 9 აპრილის მემორიალთან მისვლა. მედიის ინფორმაციით, მათ სპეციალური სივრცე ეზოში მოაწყვეს, დადეს მაგიდა და ტიტები მიიტანეს.
9 აპრილის მემორიალთან რეჟიმის პატიმრების ოჯახები და მოქალაქეები არიან შეკრებილი. მათ იქ ღამე გაათიეს. ისინი ამბობენ, რომ არ მისცემენ რეჟიმის წარმომადგენლებს გმირების მემორიალთან მიახლოების საშუალებას, რადგან მიაჩნიათ, რომ "ოცნება" რუსეთის ინტერესებს ემსახურება და 9 აპრილის გმირებისთვის პატივის მიგების უფლება არ აქვს.
ამ მოტივით მემორიალთან შეკრებილებმა ტერიტორია დაატოვებინეს "ოცნების" მაჟორიტარ კოტე ზარნაძეს, კობახიძის სიძე ფაცაციას, რომელიც აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს წევრია, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს.
პერიოდულად მემორიალთან ვითარება იძაბება. სავარაუდოდ, "ოცნების" ტიტუშკები და პარტაქტივი პროვოკაციების მოწყობას ცდილობს.
ვინ დაიწყო ომი? - ვინც ამ კითხვას ვერ პასუხობს, აქციის მონაწილეები 9 აპრილის მემორიალთან არ უშვებენ.
[კადრი - ტვ.პირველი]