9 აპრილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებში რუსეთი არც მამუკა მდინარაძემ და ნინო წილოსანმა ახსენეს

გამოქვეყნდა:

9 აპრილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებები "ოცნების" დეპუტატებმა, მამუკა მდინარაძემ და ნინო წილოსანმა გაავრცელეს, თუმცა საკუთარ განცხადებებში რუსეთი და მისი არმია არც მათ უხსენებიათ:

მდინარაძის მტკიცებით, "36 წლის შემდეგ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე დგანან და სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვიან".

"36 წლის წინ ქართველები რუსთაველზე ვიდექით და დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით. ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება! 36 წლის შემდეგ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც რუსი ბანის (როგორც თვითონ ამბობს), პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, რუსთაველზე დგანან და სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვიან. საქართველო აღარასდროს დათმობს თავისუფლებას!", - წერს მდინარაძე.

წილოსანი კი წერს: "ჩვენ, ქართველებს არავისგან გვესწავლება ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. მუდმივად გვემახსოვრება 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანები და ჩვენს შვილებს მათი თავგანწირვის მაგალითზე აღვზრდით".

მანამდე, 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადება ირაკლი კობახიძემ გაავრცელა, სადაც წერია, რომ ამ დღეს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა "უცხოურმა ძალამ" განახორციელა.
მთელ განცხადებაში, კობახიძეს რუსეთი და მისი არმია არც ერთხელ უხსენებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი