"ვიღაცები პოლიციამ უნდა გაათრიოს, მერე მიხვიდე და ტიტები დააწყო - ვარჩიეთ სამებაში ამოვსულიყავით პარაკლისზე" | მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"დღევანდელი დღე, რომელიც ყველასთვის ასოცირდება ერთიანობასთან, მშვიდობასთან, ურთიერთსიყვარულთან, ქართველი ხალხის ერთობასთან, ქართულ ერთობასთან, ამ დღეს ცდილობენ, რომ დაპირისპირება შემოიტანონ და ძალადობა შემოიტანონ. ჩვენ ასეთ პროვოკაციებს, ბუნებრივია, არ ავყევით, დღეს უნდოდათ რაღაც სურათის დადგმა და ძალიან ცუდი იქნებოდა, როგორ წარმოგიდგენიათ, იქ ვიღაცები პოლიციამ უნდა გაათრიოს, უკაცრავად ამ გამონათქვამისთვის, მერე მიხვიდე და ტიტები დააწყო. ამ პროვოკაციაზე წამოგება უნდოდათ, არ ავყევით, ვარჩიეთ, რომ ამოვსულიყავით სამებაში პარაკლისზე".

- განუცხადა მამუკა მდინარაძემ სამებასთან მისულ პროპაგანდისტულ მედიებს. 

მანამდე, რუსთაველის გამზირზე გლდანის მაჟორიტარი, კოტე ზარნაძე მივიდა. მის იქ გამოჩენას ხმაური მოჰყვა. საკრებულოს დეპუტატს ადგილზე მყოფი მოქალაქეები "მონას" შეძახილებით შეხვდნენ და მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს. გარდა ამისა, პარლამენტთან ირაკლი კობახიძის სიძე, აფხაზეთის მთავრობის მინისტრი დავით ფაცაციაც გამოჩნდა. მის იქ მისვლასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი