უკრაინის საელჩო: 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმმა გამოიყენა სსრკ-ს შეიარაღებული ძალები, რათა დაუნდობლად ჩაეხშო ქართველთა მშვიდობიანი დემონსტრაცია

გამოქვეყნდა:

"9 აპრილი არის თავისუფლების სიმბოლოდ ქცეული თარიღი, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიითა და თავგანწირვით დაიწყო. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმმა გამოიყენა სსრკ-ს შეიარაღებული ძალები, რათა დაუნდობლად ჩაეხშო ქართველთა მშვიდობიანი დემონსტრაცია თავისუფლებისთვის.ორი წლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.

36 წლის შემდეგ, ამ ეროვნული ერთიანობის დღეს, ვიხსენებთ ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მამაც ხალხს და მათ ურყევ სურვილს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ."

წერს უკრაინის საელჩო ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი