"კობახიძის მამა მაშინ იყო პუტჩისტი, არ იყო ის ზვიად გამსახურდიას მხარეს. ის იყო გამყიდველი მაშინ და ზუსტად მან, კობაიძის მამამ და მისმა მომხრეებმა მოაწყვეს მაშინ ეს სისხლისღვრა რუსთაველზე და დღეს, ისევ 9 აპრილს, 36 წლის მერე მან ისევ იგივე გაიმეორა, რომ უცხო ძალებმა მოაწყვეს ეს ყველაფერი. დღეს ირაკლი კობახიძე იყო თავისი მამის მემკვიდრე და 36 წლის მერე, იგივე გაიმეორა, უბრალოდ ვერ გაგვეკარა ტერიტორიაზე, თორემ ალბათ დიდი სურვილი გააჩნდა იმისა, რომ სისხლი დაეღვარა"
განაცხადა "ფორმულას" პირდაპირ ეთერში, რეჟიმის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემ "ოცნების" პრემიერის განცხადებაზე.