"მათი [აქციის მონაწილეების] იქ ყოფნა და აგრესია არაფრით განსხვავდება რუსული ტანკებისგან" | წილოსანი

გამოქვეყნდა:

9 აპრილთან დაკავშირებით პროპაგანდისტული განცხადება "ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმაც გააკეთა. მან შალვა პაპუაშვილის მსგავსად რუსეთის არმიასა და პროევროპული აქციების მონაწილეებს შორის ტოლობის ნიშანი დასვა. 

"როდესაც 9 აპრილის მემორიალთან არ აძლევენ საშუალებას ჩვეულებრივ მოქალაქეებს, მივიდნენ არ შეიძლება, ამ ადამიანებს სტკიოდეთ 9 აპრილი. სახედაკარგული და სინდისდაკარგული ადამიანები, მათ შორის რუსეთში მომღერალი ბანი და ნაცების რეჟიმის ჯალათები აპროტესტებენ ადამიანების მსვლელობას 9 აპრილის მემორიალთან და ამ დღეს კიდევ ერთხელ იყენებენ იმისთვის, რომ დაპირისპირება და შუღლი ჩამოაგდონ ჩვენს საზოგადოებაში.

მათი იქ ყოფნა და ის აგრესია, რასაც ისინი აფრქვევენ, არაფრით განსხვავდება რუსული ტანკებისგან, რომლებმაც 9 აპრილის უმძიმეს დღეს გადაუარეს ქართველებს, სწორედ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ამ უმსგავსობას სჩადიან, თავიანთი ბოროტებით და თავიანთი მავნებლური მიზნებით ფეხქვეშ ლახავენ ამ ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყნის საზოგადოებას", - თქვა წილოსანმა "იმედის" ეთერში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი