1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ თბილისში პარლამენტის წინ ძალადობრივად დაარბია მშვიდობიანი დემონსტრაცია | გერმანიის ელჩი

გამოქვეყნდა:

1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლთა და დაშავებულთათვის პატივის მისაგებად გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა დღეს პარლამენტის წინ გვირგვინი მიიტანა - ფოტოს გერმანიის საელჩო ავრცელებს და წერს:

"მაშინ ქართველები საბჭოთა კავშირისგან თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, რასაც თავიანთი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეწირეს. დღეს მოვიგონებთ მათ სიმამაცესა და სიძლიერეს. მათი თავდადება ჩვენთვის უნდა იყოს მოტივაცია იმისათვის, რომ მუდამ დავიცვათ თავისუფლება და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა. 
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ თბილისში პარლამენტის წინ ძალადობრივად დაარბია მშვიდობიანი დემონსტრაცია, რა დროსაც მრავალი ადამიანი მოკლეს, მათ შორის უმეტესი ქალი.... " წერს საელჩო

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი