"გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ივანიშვილს უკვე გავუტეხეთ ძილი, უკვე შიშობს, რომ შეიძლება გაიღვიძოს და აღმოაჩინოს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ მას და მის აქტივებს სანქციები დააკისრა. early day motion-ი, როგორც ასეთი, ბრიტანულ საპარლამენტო სისტემაში განსაკუთრებულად წონად დოკუმენტად არ ითვლება. ამიტომ სახტად დავრჩი, საქართველოს მთავრობისგან ოფიციალური რეაგირება რომ მივიღეთ ამაზე. ეს აბსოლუტურად უპრეცედენტოა. საერთოდ არ ველოდი, რომ რამეს იტყოდნენ. ეს ჩემთვის იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან ამ თემასთან მიმართებაში, ძალიან განიცდიან, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან განიცდის, ძალიან ღელავს და აშფოთებს ის, რომ ეს ნაბიჯები შეიძლება რეალობად იქცეს. ამიტომაც რეაგირებენ ასე აგრესიულად. და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა მთავრობამ სწრაფად იმოქმედოს. რუსეთთან განსხვავებით, საქართველოში ერთი ოლიგარქი აკონტროლებს ყველაფერს – და განსხვავებით პუტინისგან, ჩვენ მასზე რეალური ზეგავლენის ბერკეტი გვაქვს".
- განაცხადა ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა და ლიბერალ-დემოკრატთა პარტიის წარმომადგენელმა ჯეიმს მაკკლირიმ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში. სწორედ მაკკლირი არის ის პარლამენტარი, რომელმაც ე.წ. early day motion-ი შეიტანა პარლამენტში.