"ივანიშვილს 6 მილიარდი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაში - [აშშ] რაღაც 2 კაპიკს გადმოაგდებდნენ, თურმე ამით კმაყოფილები უნდა ვყოფილიყავით" | კალაძე

გამოქვეყნდა:

"არ იფიქროთ, რომ აქ ევროპელი ან ამერიკელი ჩამოვა და ქართველის გასაკეთებელს ის გააკეთებს. ბევრი რაღაცები იფუთებოდა, რომ უი, რა კეთილს საქმეს აკეთებენ და რა კეთილი ბიძიები არიან თურმე. მაგრამ ამის უკან ის, რომ ბოლო წლებში ძალიან კარგად გამოაშკარავდა ეს ყველაფერი, სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობა, საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება - საიდან მოდიოდა ეს თანხები, ხომ ვერ შემახსენებთ?! ...

მე როგორც ვიცი აშშ-ს 6 მილიარდი აქვს [დახარჯული საქართველოზე]. ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებაზე 6 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული. აშშ არის ზე სახელმწიფო, უძლიერესი სახელმწიფო - და ჩვენ იმით კი არ უნდა დავკმაყოფილდეთ რომ 6 მილიარდი 30 წლის განმავლობაში რომ დახარჯეს საქართველოში, უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის. აგენტურით, რომელიც იქმნებოდა წლების განმავლობაში, რაღაც 2 კაპიკს გადმოაგდებდნენ, თურმე ამით კმაყოფილები უნდა ვყოფილიყავით".

- განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი