"საზოგადოება და ბანკები" ინფორმაციით, ამ წლის მარტის მონაცემებით, თითქმის 1.9 მილიონ თანამოქალაქეს მინიმუმ 1 სესხი მაინც აქვს - იქნება ეს ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ ლომბარდი.
"საზოგადოება და ბანკებმა" "კრედიტინფო საქართველოს" მონაცემები მიმოიხილა:
"ეს მონაცემები ყველაზე კარგად აჩვენებს, თუ როგორი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. როდესაც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაახლოებით 20% ე.წ. შავ სიაშია", - წერია ინფორმაციაში.