საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და წვიმაა მოსალოდნელი | 11 აპრილის ამინდის პროგნოზი

გამოქვეყნდა:

11 აპრილს, პარასკევს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და წვიმაა მოსალოდნელი.

Meteo.gov.ge-ის თანახმად დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, მთაში თოვლი, დღისით უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +13, +18°; მთაში დღისით +10, +15°; მაღალმთაში  დღისით  +5, +10°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,  ღამით მთაში  თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +10, +15°; დღისით +9, +14°; მაღალმთაში დღისით +5, +10°.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი