ოლიგარქის პოლიციამ, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს, გზის გადაკეტვის ბრალდებით, "მაუწყებლის" რეპორტიორი თოზუ გულმამედოვა დააჯარიმა.
"16 თებერვალს, "მაუწყებლის" რეპორტიორი თოზუ გულმამედოვა რუსთაველის გამზირზე საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
8 აპრილს, შსს-ს წარმომადგენელმა მას დაჯარიმების თაობაზე აცნობა. ჟურნალისტს გზის გადაკეტვას ედავებიან.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჟურნალისტებს მოვლენების გაშუქების გამო აჯარიმებენ და სხვადასხვა ტიპის ბარიერებს უქმნიან.
უკანასკნელ თვეებში ვნახეთ ჟურნალისტებზე ძალადობის არაერთი შემთხვევა, რომელიც დღემდე გამოუძიებელი, ხოლო მოძალადეები დღემდე დაუსჯელები არიან," - წერია "მაუწყებლის" განცხადებაში.
"მაუწყებლის" განცხადებით, აღნიშნული ჯარიმა შესაბამის უწყებაში გასაჩივრდება.