შიდა ქართლში ტემპერატურის -2, -4, ხოლო ქვეყნის მთიან რაიონებში -4, -6 გრადუსამდე დაკლებაა მოსალოდნელი | გაფრთხილება

გამოქვეყნდა:

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელ გაუარესებაზე გვაფრთხილებს. უწყების ინფორმაციით, 13 აპრილს, ღამისა და დილის საათებში, შიდა ქართლში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4, ხოლო ქვეყნის მთიან რაიონებში -4, -6 გრადუსამდე.  უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო  ხორბლის ნათესების დაზიანება  გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი