"5 საათზე დამირეკა ეიჩარმა და მითხრა, რომ 7-ს რომ 15 წთ დააკლდებოდა უნდა ვყოფილიყავი ახალ შენობაში. 7-ის ნახევარზე ვასკა იყო დაბარებული [ივანოვ-ჩიქოვანი]. გასაგები იყო, რომ 15 წუთიანი ბიჯებით გვეტყოდნენ, რომ კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობაც არ გვითხრეს. 40 წელი თურმე არც რეპუტაციისთვის გვიზრუნია ამ ტელევიზიის და არაფერი.
ეს საშვი, რომელიც უკვე 40 წელია მაქვს, ახალი შენობიდან ძველ შენობამდე მოსვლას რა დროც დასჭირდა, ზუსტად იმ დროში გამიუქმეს. აქ რომ მოვედი, ტელეფონის დასატენად მინდოდა შესვლა და აღმოჩნდა, რომ საშვი აღარ მუშაობს"
განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიდან გათავისუფლებულმა ჟურნალისტმა, ტელეწამყვანმა ნინო ზაუტაშვილმა.