"მთავარსარდალმა მიატოვა, გაწირა გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა ზაზა გოგავამ, ასე გამოვიდა, იმიტომ რომ მან დაუშვა ის... რაც არ უნდა ხმა აემაღლებინა კომისიის წევრებზე, რასაც მე არასდროს დავითმენ. იქ მოვითმინე, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ვალდებულება. როცა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი ხმას უწევს, გეგონება მოგებული ომის გენერალი იყოს და პასუხს ვერ ცემს კითხვაზე: "რატომ არ გამოიყვანა მან მშვიდობიანი მოსახლეობა? ვინმემ დაავალა?!"რაც მე მგონია, რომ მას ეს დაავალეს. რადგან სააკაშვილის მიზანი არ უნდა ყოფილიყო იქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა იმიტომ, რომ შემდეგ ლამაზად უნდა დამდგარიყო ტრიბუნასთან და ეთქვა რომ შეხედეთ ხალხო, მსოფლიოვ, შეხედეთ რუსეთი რა ბოროტია, თითქოს გვჭირდება ჩვენ ვინმეს ამის ახსნა, ვინ არის რუსეთი - ამდენი ხალხი ჩამიხოცა".
- განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.