"როსავიაციამ" რუსულ ავიაკომპანიებს სოხუმის მიმართულებით ფრენების ნებართვა მისცა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაცია) NordStar-ისა და iFly-ის ავიახაზებს მოსკოვიდან ოკუპირებულ აფხაზეთში - სოხუმის აეროპორტის მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, NordStar-ი კვირაში შვიდი რეისის შესრულებას შეძლებს, iFly – 14 რეისს.

ცოტა ხნით ადრე რუსული პროპაგანდისტული მედია იტყობინებოდა, რომ პირველი რეისები მოსკოვი-სოხუმის მიმართულებით 2025 წლის მაისში განხორციელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი