კოტე აფხაზის ქუჩაზე  კაფე "ლინვილის" სახურავი ჩაინგრა

გამოქვეყნდა:

თბილისში კოტე აფხაზის ქუჩაზე  კაფე "ლინვილის" სახურავი ჩაინგრა, რის შედეგად დაზიანდა იატაკიც. არსებული ინფორმაციით,  შემთხვევის დროს ადგილზე პერსონალი და სტუმრები იმყოფებოდნენ.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო  და მერიის ზედამხედველობის სამსახური. როგორც მთავარი არხის ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობაში არსებული დაწესებულებებიდან და სახლებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი