"ანწუხელიძე უკვდავია" | პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია იმართება.

მას შემდეგ, რაც წულუკიანმა პროპაგანდისტული ტელევიზიის ეთერში, ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “სხვისი პიარისთვის უაზროდ შეწირული” უწოდა, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან აქცია დაიგეგმა.

სტუდენტური ჯგუფები და მოქალაქეები წულუკიანის განცხადებებს აპროტესტებენ და მიტანილი აქვთ ეროვნული გმირის ბანერები, საქართველოს დროშები და სკანდირებენ -  „ანწუხელიძე გმირია“, „ანწუხელიძე უკვდავია“.

[ფოტო: მაუწყებელი]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი