ავჭალაში, კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

ავჭალაში, კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

მერია ამბობს, რომ მოზარდი, თანატოლებთან ერთად, სკეიტბორდით იმყოფებოდა და ის სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა.

"შემთხვევა მოხდა ლიბანის ქუჩა N22 არსებული ე.წ. ტიტანიკის კორპუსის სახურავზე, სადაც მოზარდი, თანატოლებთან ერთად, სკეიტბორდით იმყოფებოდა. მოზარდი სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა.

ბავშვები აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები არ არიან.

ე.წ. ტიტანიკის კორპუსი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ავარიულ მდგომარეობაშია და სწორედ ავარიულობის გამო, კორპუსში ლიფტი მოწყობილი არასდროს ყოფილა.

მოსახლეობის გამოყვანის პროცესი თბილისის მერიამ წლების წინ დაიწყო. მობინადრეებს შევთავაზათ ქირით გაყვანა და “ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში” მონაწილეობა.

უსაფრთხოების მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და მოსთხოვა დაუყოვნებლივ გასვლა აღნიშნული შენობიდან. მოსახლეობის ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილი კი რჩება აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლად და უარს აცხადებს ქირით გასვლაზე.

თბილისის განვითარების ფონდი კვლავ გამოთქვამს მზაობას, მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამისთვის საჭიროა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა", - ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევა გუშინ, 12 აპრილს მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი