14 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება | ქუჩების ჩამონათვალი

გამოქვეყნდა:

კომპანია თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 14 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვა შეეხება

  • გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის, დავით სარაჯიშვილის, ხევძმარის, ომარ ხიზანიშვილის, შეშელიძის და დავით ართმელიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების მოსახლეობას.

  • ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ჭყონდიდელის, სერგი ჭილაიას, ხათუნა ჭიჭინაძის, ცოტნე დადიანის, ზესტაფონის, ჭიჭიკო ბენდელიანის, საყვირის, გიორგი ტერევერკოს, ვახტანგ ნინუას, მრევლიშვილის, მუხრანის, თმოგვის, ქართლის, ქსოვრელის, ეკა ბეჟანიშვილის და ილურიძის ქუჩების მოსახლეობას.

  • ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ატენის და ნინო რამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

  • ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მერვე ლეგიონის დასახლების (ნაწილობრივ), ონაშვილის, მანდელშტამის, რამიშვილის და სამგორის ქუჩების მოსახლეობას.

  • დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპირო კოსმონავტების და ნადირა ხოშარაულის ქუჩის მოსახლეობას.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი