"ჩემი გადადგომის მიზეზი იყო ის, რომ ადამიანი, რომელიც ქვეყანას და გუნდს დაპირდა, რომ პოლიტიკიდან სრულად და სამუდამოდ მიდიოდა, პროცესში სრულად შემოვიდა და პროცესი ისე მართა, რომ თითოეული თქვენგანის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა - რაღაც მომენტში ყველა გაქრა!...
თქვენ შეგეშინდათ ბიძინასი, რომელმაც დაგირეკათ და გითხრათ: ახლა გაჩუმდით, ერთი ადგილი მიაყენეთ და რაც არის გასაკეთებელი გააკეთეთო! - თქვენ ამის შეგეშინდათ და მეტი არაფრის! ეს რომ დავინახე, ამიტომ გადავდექი...
შს მინისტრს ზუსტად დაურეკა. ფაქტია, რომ სადღაც 8 საათზე ყველა გაქრით".
- განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას.