უწყვეტი პროტესტის 138-ე დღეს დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ გადაიკეტა. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
პარალელურად, სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ და მარშით პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.
მანამდე, დღეს მოქალაქეები 16:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბნენ, სადაც გიორგი გახარია "ქართული ოცნების" ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე იმყოფებოდა.
[ფოტო: "რადიო თავისუფლების" ლაივი]