"ჭორებს ნუ აჰყვებით ძალიან გთხოვთ. არსებობს ასეთი ტელევიზია "ფორმულა", რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ჭორიკანა ტელევიზია და მეც გამიგია ეს ჭორები და "ფორმულამ" ეს ჭორი კიდევ უფრო განავრცო. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება".
- განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს "ფორმულამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვახტანგ გომელაურის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან წასვლაზე გადაწყვეტილება მიღებულია და მას ამ პოსტზე "ოცნების" პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლებს.