შავშვებთან, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა | დაღუპულია ორი ადამიანი

გამოქვეყნდა:

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან, ავტომობილი, სავარაუდოდ, რკინის ჯებირს შეეჯახა, შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა. დაღუპულია მანქანაში მყოფი ორი ადამიანი.

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს,  მომხდარზე გამოძიება 276 -ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი