რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთიდან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის მიმართულებით ფრენებისთვის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და პირველი რეისი 3 მაისისთვის არის დაგეგმილი.
უწყების ცნობით, რეისს ავიაკომპანია UVT AERO-შეასრულებს, ხოლო ავიაკომპანია Ikar-ის რეისები - ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმის მიმართულებით 6 მაისიდან დაიწყება.
ხსენებული ავიაკომპანიები ევროკავშირის მხრიდან სანქცირებულები არიან - მათ ევროკავშირის ქვეყნებში ფრენების შესრულება ეკრძალებათ.