Mas-wrestling-ის "ევროპის ღია ჩემპიონატი", რომელიც საქართველოში რუსეთის ორგანიზებით უნდა ჩატარებულიყო, გაურკვეველი დროით გადაიდო

გამოქვეყნდა:

Mas-wrestling-ის "ევროპის ღია ჩემპიონატი", რომელიც საქართველოში რუსეთის ორგანიზებით უნდა ჩატარებულიყო, გაურკვეველი დროით გადაიდო. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ფედერაციის პრეზიდენტსა და რუს დეპუტატზე, ალექსანდრ აკიმოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

აკიმოვი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს პუტინის ომს უკრაინაში, ამბობს, რომ გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება რუსი დელეგაციისა და სხვა მონაწილეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს.

შეჯიბრი 25-28 აპრილის პერიოდში უნდა ჩატარებულიყო და მასში მონაწილეობას 15-ზე მეტი ქვეყანა იღებდა, მათ შორის აზერბაიჯანი, სომხეთი, უნგრეთი, დანია, ეგვიპტე, ინდოეთი, კონგო, მექსიკა, ნიგერია, პაკისტანი, პოლონეთი და რუსეთი.

როგორც აკიმოვმა თქვა, ტურნირის ჩატარების ინიციატივას მხარი საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემაც დაუჭირა მხარი, ხოლო ქართული მხრიდან ღონისძიების ორგანიზებას Mas-wrestling-ის ეროვნული ფედერაცია კურირებდა - მამუკა ტუსკაძის ხელმძღვანელობით.

"მოულოდნელად, 11 აპრილს, ერთ-ერთი ქართული ტელევიზიის ეთერში ისმოდა მოწოდებები, რუსი სპეციალისტების და მონაწილეების არდაშვებისკენ. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია გამწვავებულია, მამუკა ტუსკაძის თხოვნის საფუძველზე, მივიღე გადაწყვეტილება, ტურნირის ჩატარების ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით - შეიცვალა ასევე თარიღი, შეჯიბრი ჩატარდება მიმდინარე წელს, მოგვიანებით", - აღნიშნა აკიმოვმა.

Mas-wrestling-ის საიტზე აღნიშნული ინფორმაციით, "ევროპის ღია ჩემპიონატი" თვის ბოლოს, წყალტუბოს სპორტკომპლექსში იყო დაგეგმილი და ორგანიზებაში ჩართული იყო მამუკა ტუსკაძე, რომელიც ალტერნატიულ ფედერაციას აყალიბებს, რადგან Mas-wrestling-ის საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც რუსეთს ეკუთვნის ქართულმა მხარემ სხვა არაერთ ქვეყანასთან ერთად, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ დატოვა.

აკიმოვის ჩამოსვლისა და წყალტუბოში ჩემპიონატის ჩატარების შესახებ ინფორმაცია 10 აპრილს "ფორმულამ" გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი