საქართველოში 230 000 ლარის კონტრაბანდის შემოტანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კონტრაბანდისა და უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადმოტანისა და აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის, აქციზური მარკის გარეშე, შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, სატვირთო მანქანით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, თამბაქოს ნაწარმი და სხვა საქონელი, რომელიც შემდგომი ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მიზნით, გადაცლილ იქნა მათ მფლობელობაში არსებულ მანქანაში, რა დროსაც მოხდა მათი მხილება. ამოღებული საქონლის ჯამური ღირებულება აღემატება 230 000 ლარს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 და მე-200 მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით", - წერია ინფორმაციაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი