"ზარალი ძალიან დიდია. იმდენი შარვალ-კოსტიუმები, ჩინეთიდან და ევროპიდან ჩამოტანილი საქონელი. დაახლოებით 20-30 მაღაზია იქნება დამწვარი, იყო ერთი შესული და ბევრია დამწვარი, ძვირადღირებული ტანსაცმელი. შარვალ-კოსტიუმები... გუშინ მთელი დღე შუქი არ იყო და ეტყობა დღეს რომ ჩართეს შუქი, ვიღაცას "პლიტა" ჰქონდა ჩართული დატოვებული და დილით შუქი რომ ჩაირთო, უცებ მოხდა".
- განაცხადა "ლილოს მოლში", ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ "ტვ პირველთან" საუბარში. შეგახსენებთ, რომ დღეს, "ლილო მოლში" ხანძარი გაჩნდა.