ოლიგარქის სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს გელა ხასაიას 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასაიას 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა - "12 დღით ჩამსვეს. ყოჩაღ ლომებო" - დაწერა ხასაიამ სოციალურ ქსელში მოსამართლე დავით თეთრაულის მიერ, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. 

ხასაია 31 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით დააკავეს. პოლიცია მის გაჩხრეკას ცდილობდა, რაზეც ხასაიამ უარი თქვა.

ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი