რა განრიგით იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგომის დღეებში

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება.

კალაძის თქმით, 20-21 აპრილს საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით 9 დროებითი მარშრუტი დაწესდება და 08:00-დან 20:00 საათამდე, აღნიშნული ავტობუსები მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.

გარდა ამისა, გახანგრძლივებული დროით იმუშავებს თბილისის მეტროც - მეტრო 21 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს, 20 აპრილის 23:00 საათიდან 21 აპრილის 04:00 საათამდე კი მიწისქვეშა ავტოტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.

მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ "მარჯანიშვილის", "დელისის", "სარაჯიშვილის", "ვარკეთილის", "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიიდან და "დიდუბის" ზედა გასასვლელიდან. ასევე, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი