"ერთი სამშობლო გვაქვს და მას საქართველო ქვია. მუშტს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ერთიანი ძალებით შევკარით, ვერავინ გაშლის" | თორნიკე გოშაძე

გამოქვეყნდა:

"ჯერ მინდა მოგესალმოთ პატიმრების მშობლებს და ყველა ოჯახის წევრს. პირველ რიგში გამძლეობას და ჯანმრთელობას გისურვებთ. მადლობა, რომ ჩვენზე ზრუნავთ და იბრძვით ჩვენი მომავლისთვის. ჩვენ თქვენი სახით როგორც ღირსეული და ძლიერი აღმზრდელები, ასევე უძლიერესი ზურგი და უდიდესი იმედი გვყავს. წასაკითხი წერილი მთხოვეთ და ასე დავწერ. არ მახსოვს ზვიადის ფიცი სიტყვა-სიტყვით და ფიცის სიტყვებს ჩემით გამოვიყენებ: "ვფიცავ ჩემი სამშობლოს, საქართველოს წინაშე და მის სახელს, არასდროს ვუღალატებ მის ინტერესებს და ისტორიას. ვიბრძოლებ როგორც წარსულის და აწმყოს, ასევე მომავლის დასაცავად!" ვფიცავ ჩემი ერის, ოჯახის, მეგობრების და მთელი სამყაროს წინაშე, დავიცავ თითოეული ჩემი ქვეყნის ღისეულ მოქალაქეს, მათ სიამაყეს და ღირსებას, ნებისმიერი შედეგის მიუხედავად. ვფიცავ საქართველოსთვის დაღუპული თითოეული გმირის სისხლს და სახელს, შევინარჩუნებ მათ მიერ მოპოვებულ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. თუ საჭირო გახდება, საკუთარი სიცოცხლის ფასად.

ვფიცავ უფლის წინაშე, შევინარჩუნებ რწმენას და სიმტკიცეს. ვიდგები ყველა სიბნელის წინააღმდეგ და მთელი ძალებით, ბოლო ამოსუნთქვამდე ვეცდები ამ სიბნელის განათებას! გპირდებით, თქვენს ნდობას არასოდეს დავაღალატებ. თუ ბრძოლას შევწყვეტთ, ყველაფერს დავკარგავთ და თუ ვიბრძოლებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და მას საქართველო ქვია. ჩვენს მუშტს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ერთიანი ძალებით შევკარით, ვერავინ გაშლის. ჩვენ დავიმსახურეთ თავისუფლება. ჩვენ დავიმსახურეთ მშვიდობა. იმაზე დიდ მტრებს დავაღწიეთ თავი, ვიდრე ცინგლიანი რუსეთია. იმპერიები გაქრა-პატარა საქართველო კი ისევ ცოცხალია! გ ა ვ ი მ ა რ ჯ ვ ე ბ თ ს ა ხ ე ლ ო ვ ნ ა დ ! მიყვარხართ, ქართველებო!".

- წერს პოლიტპატიმარი, თორნიკე გოშაძე, რომლის წერილსაც "დაფიონი" ავრცელებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი