საქართველოში ცხოვრების ხარისხი ყველაზე მაღალი თბილისშია, ყველაზე დაბალი კი ლენტეხში | ISET-ის მუნიციპალური ცხოვრების ხარისხის ინდექსი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ცხოვრების ხარისხი ყველაზე მაღალი თბილისშია, ყველაზე დაბალი კი ლენტეხში. ამის შესახებ მონაცემები ISET-ის მუნიციპალური ცხოვრების ხარისხის ინდექსშია წარმოდგენილი, რომელიც 2025 წლის მარტში გამოქვეყნდა და 2023 წლის მონაცემებს ეფუძნება.

ISET-ის მუნიციპალური ცხოვრების ხარისხის ინდექსი აერთიანებს ოთხ ძირითად მიმართულებას: ეკონომიკა; დაკავშირებულობა, ინფრასტრუქტურა და სერვისები; დემოგრაფია და სოციალური ხელმისაწვდომობა; ადგილობრივი დემოკრატია.

2023 წლის ცხოვრების ხარისხის ინდექსი მერყეობს უმაღლესი 0.67-დან, რომელიც დედაქალაქმა თბილისმა მიიღო, უმცირეს 0.28-მდე, რომელიც ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. საშუალო ინდექსის მაჩვენებელი 0.40-ს შეადგენს, 22 მუნიციპალიტეტში ფიქსირდება საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი, ხოლო 38 მუნიციპალიტეტში – საშუალოზე დაბალი.

ცხოვრების ხარისხის ინდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტების პირველი ოცეული ასე გამოიყურება:

  • თბილისი
  • ბათუმი
  • ყაზბეგი
  • ფოთი
  • რუსთავი
  • ბორჯომი
  • თელავი
  • მცხეთა
  • ქუთაისი
  • ხარაგაული
  • გორი
  • ახალციხე
  • ქობულეთი
  • წალკა
  • გარდაბანი
  • კასპი
  • თეთრიწყარო
  • ხაშური
  • ყვარელი
  • ზესტაფონი

5 მუნიციპალიტეტი, სადაც ყველაზე დაბალი ხარისხია შემდეგია: ხულო, მარტვილი, მარნეული, ცაგერი, ლენტეხი.

რაც შეეხება ცალკეული ინდიკატორის მიხედვით. ეკონომიკის მიმართულებით ყველაზე მაღალი ხარისხი შემდეგ 5 მუნიციპალიტეტშია: თბილისი, ბათუმი. ყაზბეგი, ფოთი, მცხეთა. ყველაზე დაბალი ბაღდათი, მარტვილი, შუახევი, ცაგერი, ლენტეხი.

დაკავშირებულობის, ინფრასტრუქტურის და სერვისების მიმართულების მიხედვით მაღალი მაჩვენებელი: თბილისი, ბათუმი, თელავი, ყაზბეგი, ქუთაისი. ყველაზე დაბალი: ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ლენტეხი, ცაგერი, მესტია.

დემოგრაფიისა და სოციალური წვდომის მიმართულების მიხედვით მაღალი მაჩვენებელი : თბილისი, ბათუმი, ნინოწმინდა, ქუთაისი, ყაზბეგი. ყველაზე დაბალი: მარტვილი, ცაგერი, ჩხოროწყუ, ოზურგეთი, ამბროლაური.

ადგილობრივი დემოკრატიისა და გენდერული თანასწორობის მიმართულების მიხედვით მაღალი მაჩვენებელი: თბილისი, ხარაგაული, ფოთი, ამბროლაური, ზუგდიდი. დაბალი მაჩვენებელი: გარდაბანი, ბოლნისი, დმანისი, ნინოწმინდა, მარნეული.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი