მარნეულში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა | კაცი კლინიკაშია გადაყვანილი

გამოქვეყნდა:

მარნეულში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზის საიმერლოს მონაკვეთზე მოხდა.

მათი ინფორმაციით, ქვეითი გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. კაცი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი