სროლა მარნეულში | გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება, სავარაუდოდ, მერიის თანამშრომლებსა და პოლიციელებს შორის მოხდა

გამოქვეყნდა:

მარნეულში ცენტრში მდებარე რესტორან "თეთრ სახლთან" გუშინ, გვიან ღამით ხმაური და ფიზიკური დაპისიპირება იყო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპისიპირება მარნეულის მერიის თანამშრომლებსა და პოლიციის თანამშრომლების შორის მოხდა - ისმოდა გასროლის ხმაც. ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით.

"მთავარი არხის" ვებგვერდი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში მომხდარზე კომენატრს არ აკეთებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი