"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებით, "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლება "ქართული ოცნების" მხრიდან პროტესტთან დაკავშირებული რეპრესიების გაგრძელებაა.
საია აღნიშნულ ფაქტს აფასებს, როგორც “ქართული ოცნების” მორიგ მცდელობას, კონტროლი დაამყაროს სახელოვნებო სფეროზე. მათი განცხადებით, ეს შემოქმედებითი თავისუფლების ცენზურაა.
ორგანიზაცია დავით დოიაშვილს და ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობებს სოლიდარობას უცხადებს.
"ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლება “ქართული ოცნების” მხრიდან პროტესტთან დაკავშირებული რეპრესიების გაგრძელებაა.
რეჟიმმა ყოველდღიურობად აქცია სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი კადრებისგან წმენდა, რითაც ცდილობს ქვეყანაში მიმდინარე ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას, ადამიანების დაშინებას და დამორჩილებას.
საია აღნიშნულ ფაქტს აფასებს, როგორც “ქართული ოცნების” მორიგ მცდელობას, კონტროლი დაამყაროს სახელოვნებო სფეროზე და გაათავისუფლოს თანამდებობიდან ყველა, ვინც არ არის პარტიულად ლოიალური.
ეს არის შემოქმედებითი თავისუფლების ცენზურა.
საია მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს დავით დოიაშვილს და ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობებს," - წერია განცხადებაში.
დავით დოიაშვილი "ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის" ხელმძღვანელის თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს. კულტურის სამინისტრო საბაბად "ვალდებულებების შეუსრულებლობას" ასახელებს.
"ვასო აბაშიძის ახალი თეატრის" დასი აცხადებს, რომ ისინი არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვტილებას არ აღიარებენ.