"ამ საქმეში იკვეთება, ივანიშვილის რეჟიმის ინტერესი, ანგარიში გაუსწოროს ერთ დროს მის მხარდამჭერ ბიზნესმენს" | TI გიორგი ჩიკვაიძეზე

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "ამ საქმეში იკვეთება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ინტერესი".

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჩიკვაიძის საქმეში არ არსებობს არც თაღლითობის მტკიცებულებები და არც მითვისების შემადგენლობა.

"უკანასკნელი ხანების ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომელიც ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის და მისი ბიზნესპარტნიორის სისხლისსამართლებრივ დევნას ეხება, პოტენციურად სამოქალაქო დავაა, რომელშიც არ არსებობს არც თაღლითობის მტკიცებულებები და არც მითვისების შემადგენლობა. სამართალდამცავ სისტემაში კორუფციულ-ნეპოტისტურ ინტერესებთან ერთად, ამ საქმეში იკვეთება, ივანიშვილის რეჟიმის ინტერესი, ანგარიში გაუსწოროს ერთ დროს მის მხარდამჭერ ბიზნესმენს, რომელმაც გაბედა და ჯერ ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულებაზე თქვა უარი, ხოლო შემდეგ ამის შესახებ საჯაროდ დაიწყო ლაპარაკი.

დასკვნა:

  1. გიორგი ჩიკვაძის საქმე არსებითად სამოქალაქო ხასიათისაა და მისი პასუხისმგებლობის საკითხი სამოქალაქო დავის ფარგლებში, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად უნდა განხილულიყო. 
  2. გიორგი ჩიკვაიძის და მისი ბიზნესპარტნიორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმების ამოქმედება წარმოადგენს ამ მექანიზმებისა და მთლიანად სამართალდამცავი/მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენებას.
  3. სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების მოტივი, დიდი ალბათობით, ორგვარია: ერთი მხრივ, იკვეთება გიორგი ჩიკვაიძის მოწინააღმდეგე მხარის კორუფციულ-ნეპოტისტური ინტერესები, ხოლო, მეორე მხრივ, ივანიშვილის რეჟიმის ინტერესი, რომ ანგარიში გაუსწოროს ერთ დროს მის მხარდამჭერ ბიზნესმენს, რომელმაც გაბედა და ჯერ ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულებაზე თქვა უარი, ხოლო შემდეგ ამის შესახებ საჯაროდ დაიწყო ლაპარაკი", - წერია განცხადებაში.

TI-ის სრული დასკვნა ნახეთ აქ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი