"აფგანს თუ რამე დაემართება პასუხისმგებლები ივანიშვილი, "ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე იქნებიან" | სადიგოვის ცოლი

გამოქვეყნდა:

"გუშინ, ჩემი ქმარი, აფგან სადიგოვი გაათავისუფლეს. საქართველოს მმართველმა რეჟიმმა გაანადგურა ჩვენი ყველა უფლება. ქართული სასამართლო კი მხოლოდ ბრძანებებს აღასრულებდა. აფგანს გათავისუფლება ევროსასამართლოს დამსახურებაა. გვაქვს დიდი იმედი, რომ ამ საქმეს მოვიგებთ. აფგანი არც დამნაშავეა და არც კრიმინალი. აფგანმა ხანგრძლივი შიმშილობის გამო, დაკარგა ჯანმრთელობა, რეჟიმი საქართველოში საშიშია. ამიტომ, მე როგორც აფგანის ცოლს, ძალიან მეშინია. აფგანის სიცოცხლე საფრთხეშია. აფგანს თუ რამე დაემართება პასუხისმგებლები ივანიშვილი და კობახიძე იქნებიან. საქართველოში უკანონობაა, ჩვენ აქ ვცხოვრობთ და ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახეთ. ჩვენ ახლა გვეშინია, რომ აფგანს შეიძლება რამე დაემართოს. მე წინასწარ ვამბობ, თუ რამე მსგავსი მოხდება, პასუხისმგებლები ქართული ოცნება და ირაკლი კობახიძე იქნებიან".

- განაცხადა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლმა, სევინჯ სადიგოვამ "ტვ პირველის" ეთერში. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაათავისუფლეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი