საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დამატებითი რეისების დანიშვნა აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება.
"აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. თბილისი-ფოთი - გასვლა: 11:05; ჩასვლა: 17:17 ფოთი-თბილისი - გასვლა: 18:50, ჩასვლა: 00:56".