"არაა გამორიცხული, რომ ყოველგვარი კონკრეტული არგუმენტის გარეშე [ვიზალიბერალიზაციის შეჩერება] გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის სახით" | ქადაგიშვილი

გამოქვეყნდა:

"არ არის გამორიცხული, რომ ყოველგვარი კონკრეტული არგუმენტის გარეშე ვიზალიბერალიზაცია საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის სახით გამოიყენონ. არ გამოვრიცხავ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ეს მექანიზმი აამოქმედონ. დაინახეს, რომ არჩევნების წინ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრების გამოგზავნა კონტრპროდუქტიულია, ამიტომ იქნებ ამ მეთოდსაც მიმართონ. ეს ერთ-ერთი ბოლო იარაღია, რაც ხელში უჭირავთ და განსასაზღვრი აქვთ, რომ ამ ბოლო იარაღის გამოყენებითაც თუ ვერ მოახდენენ ქვეყანაში რევოლუციას, შემდეგ საერთოდ კარგავენ ზემოქმედების ბერკეტს, ხალხისთვის ნათელი გახდება, რომ თურმე რაც ჩვენ გვეგონა, რომ კეთილშობილი, პატიოსანი, ღია პროცესია, სინამდვილეში პოლიტიკური შანტაჟის მექანიზმად არის გამოყენებულიო. ეს საფრთხე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მათაც უდგათ. ამიტომ ვიდრე რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ, კარგად ასაწონ-დასაწონია, საბოლოო ჯამში, გაწირავენ თუ არა ევროკავშირის ინტერესებს მოკლევადიანი პოლიტიკური არაკეთილსინდისიერი მიზნების მისაღწევად".

- განაცხადა "ქართული ოცნების" პარლამენტის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.

შეგახსენებთ, 15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებას განიხილავს. კერძოდ, ეს ბრიუსელს უვიზო მიმოსვლის გაუქმებას გაუადვილებს იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად ვიზალიბერალიზაციით სარგებლობენ, მათ შორის საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და უკრაინისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი