მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა მაისის ბოლოსთვის აღდგება

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის ინფორმაციით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან "გაგრის" მიმდებარედ გზის დაზიანებული მონაკვეთისა და საფეხმავლო ბილიკის გამაგრება მიმდინარეობს.

ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია სამშენებლო მოედანი და ხორციელდება გეოლოგიური კვლევა.

"სავალი გზის აღდგენა მაისის ბოლოსთვის დასრულდება და ავტომობილების გადაადგილება თავისუფალი იქნება. რაც შეეხება ხიმინჯოვანი კედლის მოწყობას, სამუშაოების დასრულება დამოკიდებულია წყლის დონეზე", - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გზის სავალი ნაწილის პირველ ზოლსა და საფეხმავლო ბილიკზე რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით, 50-მეტრიან მონაკვეთში ბზარები დაფიქსირდა, რის შემდეგაც გზის ნაწილი ჩამოიშალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი