კულტურის სამინისტროსთან ხელოვანების აქცია მიმდინარეობს | მსახიობები თინა რუხაძესთან შეხვედრას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

კულტურის სამინისტროსთან ხელოვანების აქცია მიმდინარეობს. ისინი "ოცნების" კულტურის მინისტრთან, თინა რუხაძესთან შეხვედრას ითხოვენ. 

შეგახსენებთ, რომ დავით დოიაშვილი "ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის" ხელმძღვანელის თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს. კულტურის სამინისტრო საბაბად "ვალდებულებების შეუსრულებლობას" ასახელებს.

"ვასო აბაშიძის ახალი თეატრის" დასი აცხადებს, რომ ისინი არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას არ აღიარებენ.

[ფოტო: ipn.ge]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი