საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გამოქვეყნდა:

18 აპრილს, პარასკევს საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +22, +27°, სანაპირო რაიონებში  +16, +21°; მთაში დღისით +15, +20°; მაღალმთაში დღისით  +10, +15°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ნისლი.   აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +15, +20°; მთაში  დღისით +14, +19°; მაღალმთაში დღისით +1, +6°, ზოგან +11°-მდე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი