ტუხა კვინიკაძე, ანა აბაკელია, თამარ ჭინჭარაული | საზმაუმ სამ თანამშრომელს საყვედური გამოუცხადა და გაფრთხილება მისცა

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი მაუწყებლის 3 თანამშრომელს, გადაცემა "რეალური სივრცის" რედაქტორ ტუხა კვინიკაძეს, "შაბათ-კვირის შოუს" კორესპონდენტ ანა აბაკელიას და "შაბათ-კვირის შოუს" აღმასრულებელ პროდიუსერ თამარ ჭინჭარაულს გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა საყვედური გამოუცხადა და გაფრთხილება მისცა.

ბრძანებაში საყვედურის მიზეზად დასახელებულია "საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებებით, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება".

სამივე ჟურნალისტს 12 თვის განმავლობაში ეკრძალება პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკა და თუ "დარღვევას გაიმეორებენ" შესაძლოა, სამსახურიდან გაათავისუფლონ.

"ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების დასჯა სიმართლისთვის და არსებული ვითარების კრიტიკისთვის. საზოგადოებრივი მაუწყებელი აცდენილია იმ რელსებს, რაზეც უნდა იდგეს.  ამ არხზე ძრითადად მიდის ქართული ოცნების პროპაგანდისტული ნარატივი. არ ისმის აქ ჩვეულებრივი ადამიანების პრობლემები." - აცხადებს ანა აბაკელია.

ცნობისთვის, 11 აპრილს  საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გადაცემა მოამბის წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და გადაცემა რეალური სივრცის წამყვანი ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი