თბილისში, რუსი ჟურნალისტისა და ირანისტის წიგნის პრეზენტაცია იყო დაგეგმილი, თუმცა ის გაუქმდა

გამოქვეყნდა:

თბილისში, რუსი ჟურნალისტისა და ირანისტის, ნიკიტა სმაგინის წიგნის "ყველას ირანი" პრეზენტაცია უნდა გამართულიყო, თუმცა ის გააუქმეს. ინფორმაციას "ეხო კავკაზაზა" ავრცელებს. პრეზენტაცია 16 აპრილს, 20:00 საათზე უნდა ჩატარებულიყო.

"ეხო კავკაზას" ცნობით, რუსი ჟურნალისტი საქართველოში მოსკოვიდან, 15 აპრილის ჩამოფრინდა, თუმცა თავდაპირველად მას საზღვარზე არ უშვებდნენ. აეროპორტში სმაგინის ვიზიტის მოტივით დაინტერესდნენ, მაგრამ რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ ის საქართველოში მაინც შემოუშვეს.

"ეხო კავკაზა" წერს, რომ ორგანიზატორებმა "წიგნის პრეზენტაცია ყოველი შემთხვევისთვის გააუქმეს".

ცნობისთვის, ნიკიტა სმაგინი რუსული სახელისუფლებო მედია Tass-ის ყოფილი კორესპონდენტია. მან თბილისი უკვე დატოვა და ბაქოში გაემგზავრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი