"დაჟინებით ვთხოვე ეუთოს გენმდივანს თბილისში ვიზიტი გადადოს. ივანიშვილის არალეგიტიმურ რეჟიმთან ნებისმიერი ვიზიტი იქნება აღქმული, როგორც მათი ტირანული ხელისუფლების მოწონება" | უილსონი

გამოქვეყნდა:

რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადებით, მან ეუთოს გენერალურ მდივანს მოუწოდა თბილისში ვიზიტი გადადოს.ამის შესახებ უილსონი სოციალურ ქსელში წერს და ეუთოს გენმდივნისთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს.

""როგორც ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, დაჟინებით ვთხოვე ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოგლუს თბილისში ვიზიტი გადადოს. ივანიშვილის არალეგიტიმურ რეჟიმთან ნებისმიერი ვიზიტი დამახინჯებულად იქნება აღქმული, როგორც მათი ტირანული ხელისუფლების მოწონება. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს", - წერს უილსონი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი