მუნიციპალური ტრანსპორტის სააღდგომო გრაფიკი

გამოქვეყნდა:

აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება.

20-21 აპრილს საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით 9 დროებითი მარშრუტი დაწესდება და 08:00-დან 20:00 საათამდე მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.

გახანგრძლივებული დროით იმუშავებს თბილისის მეტროც და 20 აპრილის 23:00 საათიდან 21 აპრილის 04:00 საათამდე გადაადგილება უფასო იქნება.

მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ "მარჯანიშვილის", "დელისის", "სარაჯიშვილის", "ვარკეთილის", "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიიდან და "დიდუბის" ზედა გასასვლელიდან. ასევე, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი