"სასამართლოსგან ვითხოვ, რელიგიური წესით ქორწინებისთვის, მხოლოდ 3 საათით ქალაქ თბილისში გასვლის უფლებას" | თემურ ქათამაძე 

გამოქვეყნდა:

ბათუმის აქციების მედროშე, ამჟამად პატიმრობაში მყოფი თემურ ქათამაძე, სასამართლოს, ქორწინების მიზნით, რამდენიმე საათით გათავისუფლებას სთხოვს. ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელსაც გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.

„5 წელია მყავს საცოლე ნინო კაკულია. ამიტომ, თურქეთში გაძევებამდე, ნონა კაკულიასთან რელიგიური წესით ქორწინების დიდი სურვილი მაქვს. ჩემი თურქეთში გაძევების შემდეგ, დიდი ალბათობით, აღნიშნულის შანსი აღარ გვექნება. სამწუხაროდ აღნიშნული რიტუალის მიგრაციის ცენტრში ჩატარების საშუალება, მიგრაციის ადმინისტრაციამ არ მოგვცა.

[…] სასამართლოსგან ვითხოვ, ჩემს საცოლესთან რელიგიური წესით ქორწინებისთვის, მომავალ ერთ სასურველ დღეს, მხოლოდ 3 საათით მიგრაციის ცენტრიდან ქალაქ თბილისში გასვლის უფლებას, აღნიშნული რიტუალის შესაბამის ეკლესიაში და მეჩეთში ჩატარებისთვის”, - წერს ქათამაძე.

თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქციისას 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ის იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება. თემურ ქათამაძე ათ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობის მინიჭებაზე არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უარი მიიღო. 

18 მატს, ოლიგარქის სასამართლომ თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი