რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს - ინფორმაციას აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
"2 ადამიანი დააკავეს რუსთაველზე" - წერს ჯგუფ "დაიტოვეს" დამფუძნებელი, ნენსი ვოლანდი. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული, გიორგი ორთოიძეა, რომელიც: "პოლიციელებს ეუბნებოდა, ქრისტე აღსდგაო და დააკავეს".
"დააკავეს გიორგი ორთოიძე!!!!" - დაწერა ჯგუფში "დაიტოვე" თაკო ნიგურიანმა
"პოლიციამ ხელით გაიყვანა დღეს აქცია გზიდან. უდიდესი მობილიზაცია აქვთ, რასაც ვუყურებ ლაივებში. მიხარია, რომ ამდენი უჯიშო პოლიციელი აღდგომას სახლში არ არი", - დაწერა კიდევ ერთმა აქტივისტმა, ელენე ქაიხოსროშვილმა.
არსებული ინფორმაციით, მეორე დაკავებულია გიორგი სამხარაძე.
ამ დროისთვის დეტალები უცნობია.