არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დაკავებულები გიორგი ორთოიძე და მიხეილ სამხარაძე არიან.
პარლამენტის წინ ორი პირი ცოტა ხნის წინ დააკავეს. როგორც ჯგუფის "დაიტოვე" დამფუძნებელი, ნენსი ვოლანდი წერს, ერთ-ერთი დაკავებული, გიორგი ორთოიძე "პოლიციელებს ეუბნებოდა, ქრისტე აღსდგაო და დააკავეს".
"პოლიციამ ხელით გაიყვანა დღეს აქცია გზიდან. უდიდესი მობილიზაცია აქვთ, რასაც ვუყურებ ლაივებში. მიხარია, რომ ამდენი უჯიშო პოლიციელი აღდგომას სახლში არ არი", - დაწერა აქტივისტმა ელენე ქაიხოსროშვილმა.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
ფოტო: ლევან ზაზაძე