სოფელ კისისხევში, ორდღიანი ძებნის შემდეგ, 54 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

გამოქვეყნდა:

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, ორდღიანი ძებნის შემდეგ, 54 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. 

მერაბ ხუციშვილს, საკუთარი სახლის მარანში მიაგნეს. ახლობლების თქმით, კაცი ჩამომხრჩვალი ნახეს, თუმცა მისი თვითმკვლელობის არ სჯერათ.

"თითქოს მამამისის ცოლმა იპოვა მარანში, მაგრამ არ გვჯერა, რომ თავი მოიკლა. ვფიქრობთ, მოკლეს და მერე ჩამოკიდეს. იმედი გვაქვს დაადგენს პოლიცია" - ამბობენ ახლობლები.

54 წლის მერაბ ხუციშვილს, სოფელ კისისხევში ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ძიების პროცესში ჩართული იყო პოლიციაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი